მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტ ექიმს, 4 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ვიოლეტა ინასარიძეს პროკურატურა, ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას ედავება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი, ბონდო ვათიაშვილი გვიდასტურებს.
მისივე თქმით, აგრძელებენ სამართლებრივ დავას და ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.
პროკურატურის მხრიდან წარდგენილ ბრალდებას და მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან, გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატები. ნინო ამაღლობელის თქმით, პროკურატურა “ინფორმაციის ვაკუუმში ამყოფებს როგორც მათ, ასევე ოჯახის წევრებს.
მისივე თქმით, დამატებით კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც სამხარაულის ბიუროს დასკვნას გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტ ექიმს, პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.