“გრეჩიხას” სიძესა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებას შსს იძიებს

January 5, 2023

#განახლება

მომხდართან დაკავშირებით, გაჩეჩილაძეები სიძე დაკითხვაზე იმყოფება. ბრალის დადგენის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 1-2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

________________

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილსა და “გრეჩიხას” სიძეს შორის დაპირისპირების საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, Rustavi2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაჩეჩილაძეების სიძე, გრიშა შარაშიძე, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, მოგვიანებით ეს დაადასტურა გიგიშა შარაშიძემაც და განაცხადა, რომ “დაპირისპირება მათ შორის აფთიაქში მოხდა და მზადაა კითხვებზე პასუხი სამართალდამცავებს გასცეს.”

ჩვენ ასევე ვცდილობდით დავკავშირებოდით ვანო მერაბიშვილს, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.