Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

სამცხე-ჯავახეთის DMO ფინეთში გამოფენაზე

January 25, 2023

ფინეთში, ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საერთაშორისო გამოფენა, „Matka Nordic Travel Fair 2023”-ზე, 900-ზე მეტ ორგანიზაციას შორის სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაც იყო წარმოდგენილი,- ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ ორგანიზაცია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და 4 დღის განმავლობაში 50 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ გამოფენაზე წარადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები სამცხე-ჯავახეთის ბილიკების, ახალციხის ციხის და რეგიონში არსებული ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ.

მათივე ცნობით, თანხა DMO-ს ბიუჯეტიდან გამოიყო.

აქვე გეტყვით, რომ „Matka“ ტურიზმის სფეროში, ჩრდილოეთ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა.