სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოწყობას და მათთვის შეღავათიანი ფასების დაწესებას ითხოვენ. როგორც მერიის და საკრებულოს გასული წლის ანგარიშის მოსმენაზე, ადგილობრივმა, გიორგი ბუცხრიკიძემ ისაუბრა, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ როგორც სოფელში, ისე ქალაქში მცხოვრებ სტუდენტებსაც.
მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ახალი ტრანსპორტის შეძენის შემდეგ ტარიფების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე მორგება იგეგმება.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია უკვე წლებია მუნიციპალური და შიდა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მოქმედი ტრანსპორტი მოუწესრიგებელია და ზოგიერთ შემთხვევაში არ დადის.
შეგახსენებთ, რომ შიდა საქალაქო ტრანსპორტის საფასური 20 თეთრის ნაცვლად უკვე 40 თეთრია, ხოლო ყოველი ნახევარ საათის ნაცვლად, რეისებს ყოველ საათში ასრულებს.