2 წელიწადში ახალციხის მერიამ საწვავში 249 798 ლარი დახარჯა, ხოლო ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის – 65 ათას ლარზე მეტი, – კვლევას “ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს ახალციხის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 112 356 ლარი დახარჯა, 2022 წლის ბოლომდე კი 137 442 ლარი. ამავე წყაროს ცნობით, უწყებამ 2021 წელს, ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის 33 481 ლარი და 2022 წელს 31 700 ლარზე მეტი.
“ფლანგვის დეტექტორმა” საჯარო ინფორმაცია საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან მიიღო, ( ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთის, თელავი, ახალციხე, ქობულეთი, წყალტუბო) რომელთა მიხედვით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი ზუგდიდის, ქუთაისის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა.
რა მიზნობრიობით გაიხარჯა საწვავი ახალციხის მერიაში და როგორია უწყების პოზიცია კვლევასთან დაკავშირებით? – მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით, მასალაც შესაბამისად განახლდება.