16 თებერვლიდან ბაკურიანში მსოფლიო საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იასპარეზებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატი დიდველისა და კოხტას ველებზე გაიმართება.
ამავე წყაროს ცნობით, ღონისძიება 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება უფასოა. რამდენად არის მზად ბაკურიანი ტურისტების და სპორტსმენების მიღებისთვის? საკითხზე კურორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე გვესაუბრება.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად 14 კანდიდატ ქვეყანას შორის ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე, 2018 წელს დასახელდა.
ფოტო: საქართველოს სათხილამურო ფედერაცია