„მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთსა და სირიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო. სომხეთი მზად არის დახმარების გასაწევად,“ – ასე ეხმაურება სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში და სირიაში მომხდარ მიწისძვრას, რასაც ოფიციალური მონაცემებით, 5 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
ფაშინიანმა განცხადება საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
„მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთსა და სირიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო, რამაც ამდენი სიცოცხლის დაკარგვა გამოიწია. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი მზად არის დახმარების გასაწევად“, – წერს ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.