თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, საკვები პროდუქტები, საბავშვო ნივთები – წალკაში მცხოვრებლებმა, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთების შეგროვება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდ “წალკა”-ში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივებმა ნივთების და საკვების ნაწილი უკვე შეაგროვეს, რომელიც თურქეთში, სტიქიის ზონაში გადაიგზავნება.
სურვილის შემთვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 45 78 89
დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება დაიწყეს, ადიგენში, სოფელ ჭელაშიც. იდეის ავტორი “ჭელას” მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძეა. ინიციატივა აბულაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სურვილის შემთხვევაში, ჭელას მეჩეთში შეგიძლიათ მიიტანოთ ტანსაცმელი, პროდუქტი ან სხვა საჭირო ნივთები.