55 000 ლარი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის- წალკის მერიის ტენდერი

February 15, 2023

განახლება

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის წალკის მერიამ 55 000 ლარი გამოყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამისთვის ტენდერი 2023 წლის 24 იანვარს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასრულდა. მონაწილეობა ინდ. მეწარმე ამირან ვანაძემ და შპს გ & ვ გრუპმა მიიღო.  ტენდერში ამირან ვანაძემ გაიმარჯვა. მან მერიას სამუშაოებისთვის 330 ათასი ლარი შესთავაზა. 

პრეტენდენტებს შორის უმცირესი ფასი 288 ათასი ლარი შპსგ & ვ გრუპმა  წარმოადგინა, თუმცა, როგორც განთავსებული დოკუმენტიდან ირკვევა, სატენდერო კომისიამ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არასრულყოფილად ჩათვალა. 

ამირან ვანაძე გვეუბნება, რომ მას წალკის მერიის მიერ გამოცხადებულ მსგავს ტენდერში ადრეც გაუმარჯვია. მასთან მერიამ ხელშეკრულება 20-დან 21 თებერვლის ჩათვლით უნდა გააფორმოს.

ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიასთან დაკავშირებაც ვცადეთ და მითითებული ნომერი გამორთული იყო.

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნებული იყო სათაურით “331 ათასამდე ლარი ვტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის- წალკის მერიის ტენდერი”.