ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.
გზები ქარბუქის შედეგად არსებული ნამქერებისგან თავისუფლდება. სამუშაოებს შპს “არწივანი” ასრულებს. კომპანიაში გვითხრეს, რომ გზების გასაწმენდად 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს და ამ ეტპაზე, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
როგორც მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, გაწმენდითი სამუშაოები 1 კვირის წინაც მიმდინარეობდა.
წალკა-თბილისის მიმართულებით საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვა არ არსებობს – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვაწვდიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დიდთოვლობა და უამინდობა ქვეყნის მასშტაბით 18 თებერვლმდე იქნება.