საქართველოს ტერიტორიაზე, 117 იუსტიციის სახლი და 89 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვს 470-ზე მეტი სერვისი მიიღოს.
“იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას, თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვს შესაძლებლობა თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები, იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღოს, ” – ნათქვამია განცხადებაში.
მასალა მოწოდებულია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.