იგეგმება თუ არა და როდის ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია? – შეკითხვა მერის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე, აქტივისტმა ჯაბა ნათენაძემ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუსვა.
ჯაბა ნათენაძის თქმით, კორპუსები 20 წელზე მეტია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე თქმით, პრობლემას ამძაფრებს ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.
მერის თქმით, საკითხზე მუშაობენ და ეტაპობრივად დაიწყებენ კორპუსების რეაბილიტაციას, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.