ახალქალაქში გატაცებული ქალის საქმეზე 4 პირს ბრალი წარედგინა – ადვოკატი

February 24, 2023

ახალქალაქში, ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე 4 პირს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

ბრალდებულების ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამს პატიმრობა და ერთს – 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

მისივე თქმით, პირებს ბრალი, ოჯახის შექმნის მიზნით, ახალგაზრდა ქალის გატაცების გამო წარედგინათ, ისინი ბრალს აღიარებენ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 აპრილს გაიმართება.

ბრალდებულები 21 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალი სსკ–ს 143–ე მუხლით მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.