ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის სასპორტო სკოლას სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სასპორტო სკოლის დირექტორმა თამაზ შენგელიამ დაგვიდასტურა.
Სამუშაოებისთვის წალკის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 9 მარტს გამოაცხადა. Ამისთვის 193 000 ლარამდეა გამოყოფილი.
Როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ამირან საყვარელიძემ გვითხრა, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. Მისივე თქმით, სასპორტო სკოლაში გამოიცვლება იატაკი, მოეწყობა სველი წერტილები. Ასევე განხორციელდება შემდეგი სამუშაოები: შემოსასვლელი ფოიეს მოწყობა, Სახანძრო უსაფრთხოებისთვის საქვაბეს მიშენება, ოთახების რეაბილიტაცია.
წალკის სასპორტო სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წინადადებების მიღება 2023 წლის 25 მარტს დაიწყება და 30 მარტს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლითაა.
Წალკის სასპორტო სკოლა 2006 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლაში 300-დან 400-მდე მოსწავლეა. Სკოლაში ძიუდოს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, ფეხბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, კიკბოქსინგს, მკლავჭიდს, შერეულ ორთაბრძოლებს, ჭადრაკს ეუფლებიან.