ახალციხის სოფელ სვირში, სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის 600 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, ამისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვას მიიღებს, 4 თვის განმავლობაში უნდა ჩაუტაროს წყლის სისტემას რეაბილიტაცია და მილის დაზიანებული ნაწილი, ახალი ფოლადის მილებით ჩაანაცვლოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, თანხის ნაწილი, მთის ფონდიდან ხოლო ნაწილი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
მათივე ცნობით, სასმელი წყლის მაგისტრალის მილსადენის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, “მოსახლეობის მოთხოვნის და არსებული საჭიროებების მიხედვით მიიღეს.”
წინადადებების მიღება 17-22 მარტს იწარმოებს.