საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზადაა ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს. სააკაშვილი უკვე 10 თვეზე მეტია, კლინიკა “ვივამედში” იმყოფება, – მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
სააკაშვილის თქმით, სასურველია შეხვედრა შაბათ-კვირას მოხდეს. განცხადებას წინ უძღოდა, იოსელიანის წინადადება, რომ იგი მზად იყო სააკაშვილს შეხვედროდა, – ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.
გეგმავს თუ არა და როდის სახალხო დამცველი ექსპრეზიდენტთან შეხვედრას? – ამის გასარკვევად ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, ასევე დავუტოვეთ შეტყობინება, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ზარებზე არ გვიპასუხა არც სახალხო დამცველის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა.