ქალაქ ახალქალაქის რამდენიმე შიდა ქუჩა დაზიანებულია. როგორც ფოტოებში ხედავთ, ჩარენცის და ჯავახეთის ქუჩებზე ასფალტი არ არის დაგებული, დგას წყლის გუბურები, დაზიანებულია ტროტუარებიც.
ადგილობრივების თქმით, ქუჩებზე გავლა განსაკუთრებით თოვლიან და წვიმიან ამინდებშია რთული.
იციან თუ არა პრობლემის შესახებ ახალქალაქის მერიაში და როდის გეგმავენ დაზიანებული გზების რეაბილიტაციას? – მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ჯავახეთის და დარბინიანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჯავახავტოგზას ხელშეკრულება მილიონ 500 ათას ლარამდე თანხაზე გაუფორმა.
დავუკავშირდით გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელსაც, რომელმაც გვითხრა, რომ ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო და წყლის მილები დაზიანებულია და იცვლება, რის გამოც სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. როდის დაიწყებენ გზის რეაბილიტაციას? – ჯავახავტოგზას წარმომადგენელმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.
რამდენი ქუჩაა ახალქალაქში, რომელსაც ამ დრომდე რეაბილიტაცია არ ჩატარებია? – ახალქალაქის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.