თუ ხარ 18-35 წლის და გსურს შენს მუნიციპალიტეტში ბიზნესი წამოიწყო, ან არსებული გააძლიერო. ასევე, გამოიმუშავო სამეწარმეო უნარჩვევები, ამის საშუალებას პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE გაძლევთ.
ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის პირველ ეტაპზე უკვე ისარგებლა 704-მდე და ჯამში დაგეგმილია 800-მდე ახალგაზრდის გადამზადება.
სამეწარმეო კურსით სარგებლობა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან ქვემოთ მოცემული QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.