Მარტში საქართველომ რუსეთისგან 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რაც გასული წლის მარტში მიღებულს 700 %-ზე მეტით აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა საქართველომ მარტში აშშ-სგან ( 35,99 მილიონი დოლარი ) და ისრაელისგან (18,75 მილიონი დოლარი ) მიიღო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში 440 მილიონ აშშ დოლარამდე გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 127,1 %-ით მეტია.