ქალაქ ახალციხეში, ე.წ ჯაყელის N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟი იგეგმება, რისთვისაც მერია 40 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ისე უნდა განახორციელოს, რომ სამომავლოდ მეორადი მასალების გამოყენება მოხერხდეს.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბაღი ავარიულია, საჭიროა მისი დანგრევა და ახლის აშენება. როგორც მერიაში გვეუბნებიან უახლოეს მომავალში ბაღის აშენებას ადგილობრივი ბიუჯეტით გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად როდის უცნობია.
შენობა უკვე რამდენიმე თვეა უფუნქციოა და აღსაზრდელები სხვადასხვა საბავშვო ბაღშია გადანაწილებული.