გარდაბანში მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას შსს გვიდასტურებს. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა და 109-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში, წუხელ ღამით მოხდა.