სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, 23 წლის აშოტ ფაშინიანის გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამტაცებელი 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის დედაა, რომელიც უკვე დააკავეს, ხოლო ფაშინიანის შვილი ავტომობილიდან გადმოხტა, რა დროსაც მას სხვა მანქანა დაეტაკა – უწყების ცნობით პირს ფეხი აქვს დაზიანებული.
სისხლის სამართლის გამოძიება, ოფიციალური ცნობით, სახელმწიფო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პირთან დაკავშირებული ადამიანის ან მასთან დაახლოებული პირის გატაცების მუხლით დაიწყო.