რიგგარეშე არჩევნებისთვის 20 306 619
დაიხარჯა 

May 31, 2023

 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვის, სადაც უმეტეს უბანზე მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები იყო წარდგენილი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 20 მილიონ 300 ათასზე მეტი დაუჯდა, (შედეგები ასახავს 24 მაისამდე დათვლილ ხარჯებს) – ამის შესახებ ინფორმაციას უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ.

ინფორმაციის მიხედვით, 4 მილიონ ლარზე მეტი, საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებისთვის და მივლინებისთვის დაიხარჯა.

ასევე, 14 მილიონამდე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, კომპიუტერული ტექნიკისთვის და პროგრამული უზრუნველყოფისთვის დახარჯეს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების შუალედური რიგგარეშე და მერის არჩევნები მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიმართა. მუნიციპალიტეტებს შორის იყო ახალციხეშიც, სადაც მოქალაქეებმა მინაძის თემში საკრებულოს დეპუტატი, ქართული ოცნებიდან, როინი ნებაძე აირჩიეს. იგი აღნიშნულ უბანზე ერთადერთი კანდიდატი იყო.