ქალაქ გარდაბანში, ვაგზლის ქუჩაზე უკვე წლებია მოსახლეობას დაზიანებული, გადავსებული და გაჭედილი საკანალიზაციო მილები აწუხებს.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ პრობლემის მოგვარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკანალიზაციო ნარჩენები ისევ ღიად მოედინება, იტბორება სარდაფები, არის ანტისანიტარია.
გარდაბნის მერიაში ჩვენს რედაქციას სიტყვიერად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საკითხი საკუთრივ კორპუსში მცხოვრებლებმა უნდა მოაგვარონ და ეს მათი კომპეტენცია არ არის.
ჩვენ უწყებას დამაზუსტებელი შეკითხვებით მივმართეთ: თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მერიაში, რომ დაზიანება საკუთრივ მოქალაქეებმა გამოიწვიეს? შეისწავლეს თუ არა საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა დასკვნამდე? პასუხების მიღების შემდეგ ჩვენი რედაქცია თემას კვლავ დაუბრუნდება.