გარდაბანში, ვაგზლის ქუჩაზე, უკვე ერთ კვირაზე მეტია წყლის მილი დაზიანებულია და გზას ტბორავს, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, პრობლემის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდნენ, თუმცა დაზიანებული მილი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.
საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაშიც, თუმცა აქ გვეუბნებიან, რომ წყლის მილის შეკეთება მათი კომპეტენცია არ არის.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა კონკრეტულად როდის ვერ ასახელებენ.
აქვე გეტყვით, რომ სასმელი წყლის მიწოდება ქალაქ გარდაბანში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.