მას შემდეგ, რაც ჩვენმა რედაქციამ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ჩამომტვრეული, დაბურული და დაზიანებული საგზაო სარკეების და შესაძლო რისკების შესახებ მასალა მოამზადა, მუნიციპალიტეტის მერიამ საკრეები ახლით შეცვალა.
საუბარია ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხე-ვალე-ადიგენის გზაგასაყარზე და მარდის დასახლებაში არსებულ საორიენტაციო სარკეებზე.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, სარკეები მარტის თვეში ტენდერის შედეგად შეძენილი მომსახურების ფარგლებში, 2 დღის წინ შეაკეთეს.