- მსოფლიოში ქალები მამაკაცი კოლეგების ხელფასზე დაახლოებით 18%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. საქსტატის ცნობით, ჩვენს ქვეყანაში ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამორჩება.
სპეციალისტების შეფასებით, ამისი მიზეზი სქესის მიხედვით პროფესიების დაყოფა და “კაცურ” საქმეზე მეტი ანაზღაურების განსაზღვრაა.
რა სახის სტერეოტიპებს ვხვდებით საზოგადოებაში, როგორია თანასწორობის ინდექსი ქვეყანაში და რამდენად პრობლემატურია სქესის მიხედვით ბავშვის დაბადება – არ დაბადების საკითხი, – ამასთან დაკავშირებით, “ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა” მოხალისეებთან ერთად სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელა, გამართა შეხვედრები, სოციალური კამპანიები და ა.შ. დღეს კი მონაწილეებთან ერთად შეაჯამა.
ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ კაპანაძის თქმით, შეხვედრების მიზანი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მავნე პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო.