საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად 900 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია გადის. მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც.
სამცხე-ჯავახეთში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზრისთვის მისაღები სტანდარტების მისაღწევად, მცირე და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად ჰექსიპერი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს საგრანტო კონკურსს.
პროგრამის ხელმძღვანელის, გიორგი თვალიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩეული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, იგეგმება სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში 50-ზე მეტი ბიზნეს იდეის დაფინანსება. მაქსიმუმ 60 000 ევროს ოდენობის.