TOK TV-ს გუნდი გთავაზობთ შესაძლებლობას ჩაერთოთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ პროექტში, რომლის ფარგლებში კონკურსით შერჩეული მონაწილეები გაეცნობიან ყალბი ინფორმაციის კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიზს, ეზიარებიან ხელსაწყოებს იმის შესახებ თუ როგორ გავარჩიოთ მანიპულაციური, დამაზიანებელი ინფორმაცია სიმართლისაგან, სად და როგორ გადავამოწმოთ ამბები. მათ ასევე წარედგინებათ მობილურ აპლიკაცია, საგანმანათლებლო-გასართობობი ხელსაწყო – Fact-Fake.
პროექტი, მისი დასრულების შემდეგ გაძლევთ შანსს დეზინფორმაციის კვლევის, გამოვლენის და მხელის მიმართულებით განაგრძოთ თანამშრომლობა TOK TV-ს გუნდთან.
სწავლება გაიმართება წალკაში, სოფელ კოხტაში, TOK TV-ს წალკის ბიუროს ოფისში, მრავალეთნიკური წარმომადგენლობით.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას და კვებას უზრუნველყოფს TOK TV.
პროექტში მონაწილეობისათვის ვიწვევთ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს 16-დან 35 წლამდე.
– მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ კითხვარი. კითხვარი შევსების ვადა იწურება 16 აგვისტოს.
კითხვარი: https://forms.gle/TmBKeH3K2hnp1UsN8
პროექტის დონორია კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც აქტივობას ახორციელებს ამერიკის საელჩოს მხარადჭერილი პროექტის ფარგლებში “TechCamp Tbilisi”