ლევან დევდარიანი, ზურაბ ბეგიაშვილი, გიორგი სხვიტარიძე და გენადი ხარძიანი – გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯარისკაცები, 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეეწირნენ. 15 წელი გავიდა, რაც 7 აგვისტოს, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყო.
დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმე, დავკარგეთ ბევრი ადამიანი, რა დროც არ უნდა გავიდეს, ამ დღეების დავიწყება შეუძლებელია. მარადიული ხსოვნა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს, აგვისტოს ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას, დიდება ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა მათ თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის,” – განაცხადა დავით კარგარეთელმა.
2008 წლის აგვისტოს რუთ დღიან ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.
დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო
ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა
ტერიტორიების მითვისება დღემდე გრძელდება, მცოცავი ოკუპაციის სახით