სასამართლო სისტემა რეფორმირების ტალღებში და ღელვა უსამართლობის გამო

August 14, 2023

რაში გვჭირდება მიუკერძოებელი სასამართლო? მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ანუ ისეთი, რომელიც დავას კანონის მიხედვით გადაწყვეტს და არა სატელეფონო ზარის, შესაძლო დაწინაურების ან წარსულში ჩადენილი უსამართლობის პატიებისთვის. დამოუკიდებელი სასამართლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი, ადამიანების უფლებების დასაცავად, ის სამართლიანი სახელმწიფოს გარანტი უნდა იყოს, იმისთვის რომ მასში ჩვენ ყველა მიუხედავად გავლენებისა თუ ფინანსებისად თანაბრად დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამიტომაც არის რომ უკვე ლამის 30 წელია გვესმის სასამართლოს რეფორმირების შესახებ, ერთის მხრივ ის აუცილებელია და მეორეს მხრივ ვერასდროს მივიღეთ სასურველი სახით. ვრცლად ვისაუბრეთ თუ რა სჭირს ჩვენ სასამართლო სისტემას, რა როლი შეიძლება შეიძინონ ნაფიცმა მსაჯულებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შინაარსი მომზადებულია ონლაინ მედია პუბლიკასთან თანამშრომლობით.