ქალაქ ნინოწმინდაში და მუნიციპალიტეტის 27 სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 800 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გარე განათების მოწყობა იგეგმება შემდეგ სოფლებში:
განძა, სახამო, ჯიგრაშენი, დილიფი, ყულალისი, დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დიდი ხანჩალი, კათნატუ, პატარა ხანჩალი, ფოკა, ვლადიმეროვკა, ეშტია, ხაურმა, თორია, უჩმანა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, მამწვარა, ხორენია, სათხა, ოროჯალარი,დიდი არაქალი,პატარა არაქალი, ტამბოვკა, რადიონოვკა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი, 2023-2024 წლების ადგილობრივი(38,1%), ხოლო ნაწილი სახელმწიფო ბიუეჯტიდან გამოიყოფა(61,9%).
სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს. წინადადებების მიღება 27 სექტემბრიდან-2ოქტომბრამდე იწარმოებს.