აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, ხოლო 200 დაიჭრა – ამის შესახებ CNN სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
ყარაბაღში, სტეფანაკერტში დაპირისპირება გუშინ დაიწყო. დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 სექტემბრის 13:00 საათიდან ციტატა: “ანტიტერორისტულ ღონისძიებას”, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მეშვეობით, შეწყვეტდნენ.
ამასთან, სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი, მონაწილეობას არ იღებდა, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომზადებაში.
სომხეთის მხარე მომხდარს, “აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიად” აფასებს, ხოლო აზერბაიჯანის მხარე თვლის, რომ “ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო”.