Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

გარდაბანში მცხოვრებლები უკვე წლებია დაზიანებული ლიფტების შესახებ საუბრობენ

October 3, 2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, უკვე ათობით წელია მოსახლეობას დაზიანებული და მოუვლელი ლიფტების პრობლემა აწუხებს. როგორც, აქ მცხოვრებლები ამბობენ, ძველ ლიფტებს ხშირად უზიანდება კარი და მოსახლეობა იჭედება. გვეუბნებიან, რომ გარდაბანში ხელოსანი არ ჰყავთ და რუსთავიდან უწევს ჩამოსვლა.

აქვს თუ არა ინფორმაცია პრობლემის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და აპირებენ თუ არა დაზიანებული ლიფტების შეცვლას? – კითხვებით მუნიციპალურ ორგანოს დავუკავშირდით, თუმცა აქ ინფორმაციის საჯარო წესით გამოთხოვისკენ მოგვიწოდეს. ჩვენმა რედაქციამ საჯარო ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მოვლა-პატრონობისთვის მიმდინარე წელს 300 ათასამდე ლარის დახარჯვა იგეგმება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ლიფტების რემონტი და სათადარიგო ნაწილების შეცვლა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 18 ლიფტია.