საქართველოში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 448 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 11 სამცხე-ჯავახეთშია, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 124 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.
83 ფაქტია გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთში,
82 – სამეგრელო-ზემო სვანეთში,
39 – გურიაში,
36 – შიდა ქართლში,
35 – კახეთში,
17 – აჭარაში,
12 – ქვემო ქართლში,
2 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში
“გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში, სამართალდამრღვეებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს. ” – ნათქვამია განცხადებაში.