ასპინძის მუნიციპალიტეტში 2024 წლის შესახვედრად გასამართი ღონისძიებებისთვის, 120 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, “ახალი წლის დღეები საქართველოში“ მთავრობის ინიციატივით იმართება, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ასპინძის მერიამ ღონისძიების ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვა, შპს „ქეი ივენთს“-ს გაუფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სცენის და ტერიტორიის დეკორაციებით მოწყობა, ანიმატორების, ილუზიონისტების და სხვა ზღაპრის გმირების უზრუნველყოფა. ასევე, ღონისძიების დაგეგმვა, წამყვანის და მომღერლების მოწვევა.
ასპინძაში 27 დეკემბერს, მეფე თამარის ქუჩის მიმდებარე მოედანზე იმღერებს:
“ქუჩის ბიჭები” – 13 000 ლარად
რუსა მორჩილაძე – 1 960 ლარად
ნინი ქარსელაძე – 1 960 ლარად
ანსამბლი ალილო – 9 850 ლარად
ქეთი გომართელი – აღნიშნული მომღერლის შესახებ ინფორმაცია მითითებულია მერიის მიერ გავრცელებულ წინასაახალწლო ღონისძიებების ინფორმაციაში, თუმცა სატენდერო დოკუმენტში მისი ანაზღაურება მითითებული არ არის.
ფოტო: ასპინძის მერია