ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად, ნათენაძეს ქუჩის ნაწილი ჩაიკეტა, – როგორც ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, ქუჩის ნაწილი, TBC ბანკიდან-სამხარეო ადმინისტრაციამდე, 3 იანვრის ჩათვლით იქნება ჩაკეტილი.
დღეს, 25 დეკემბერს ახალციხეში, მთავარი ნაძვის ხეს ოფიციალურად აანთებენ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძება 19:00 -ზე დაიწყება და საღამოს მუსიკალურად ჯგუფი “სახე” გააფორმებს.
ნახეთ სხვა აქტივობების ჩამონათვალი:
თოვლის პაპის და ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა, სამუსიკო სკოლის დრამერების შოუ;
საახალწლო მილოცვა;
კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
მთავარი ნაძვის ხის ანთება;
ჯგუფი “სახეს” კონცერტი;
ფოიერვერკი.