გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, ოფიციალურად დამტკიცდა და 40 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, – ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომა სადაც წლის მთავარი დოკუმენტი განიხილეს, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მერიამ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს წარდგენილი მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შესაბამისად არსებული მოცემულობით მომდევნო წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.
გაითვალისწინა თუ არა და რატომ გარდაბნის მერიამ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივები? – მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
რაც შეეხება ბიუჯეტს. როგორც საკრებულოში გვეუბნებიან, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ხელფასების 10 %-იანი ზრდაა დაგეგმილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოშიც.