ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება რომლისთვისაც თითქმის ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემა(მილები და წყალსაცავი) რომლითაც ახლა სოფელს წყალი მიეწოდება არის ძველი და საჭიროებს შეცვლას.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იგეგმება სათავე ნაგებობის და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია.
წინადადებების მიღება, 21-26 იანვარს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 72 კვირაა.