ახალციხის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები I თებერვალს დაიწყება და 19 თებერვლამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საერთო კრება ჩატარდება მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში, სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ რა პრობლემის მოგვარებას მოხმარდება მათთვის გამოყოფილი თანხა.
ამავე წყაროს ცნობით, “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” მუნიციპალიტეტისთვის 612 000 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში გვეუბნებიან, მათ შეუძლიათ თანხა გაზარდონ 200 %-მდე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა პრობლემის მოგვარებას მოინდომებენ ადგილობრივები.
აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 800 000-მდე ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 600 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა.