ახალციხეში, სპორტული სკოლის რეაბილიტაცია შესაძლოა იმ კომპანიამ შეასრულოს, რომელიც რამდენიმე მილიონიან ტენდერებს ხშირად უკონკურენტოდ იგებს და რომლის მფლობელებიც “ენმ”-ს და “ქართული ოცნების” შემწირველები არიან.
საუბარია შპს “არალზე”, რომელიც სპორტული სკოლის ნაწილის დემონტაჟს და ახლის აშენებას 3 მილიონამდე ლარად აპირებს, – ეს კომპანია იყო ერთადერთი, რომელმაც ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
ახალციხის საკრებულომ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა გასცა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვა მრავალწლიანია. 2024 წლის ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარის დახარჯვა იგეგმება, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტიდან – 1 700 000-მდე ლარის.
სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, იგეგმება შენობის სრული რეაბილიტაცია, მიშენების დემონტაჟი-ახლის აშენება და კალათბურთის მოედნის მოწყობა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სპორტული კომპლექსის მოცულობა, 4 200 კვ.მეტრია.