,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

February 2, 2024

კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიება დღეს გაიმართა და გამარჯვებულებს ჯილდოები, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გადასცა.

,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

ფინალისტები:

მარიამ ყვავაძე – TOK TV, 

ტატა ბერაია – Current Time, 

მამუკა ყუფარაძე (თანაავტორი მადინა გაგლოევა) – სტუდია “რე” – გამარჯვებული

ქრისტინე მარაბიანი – JNews.ge

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

ფინალისტები

ია ასათიანი – IFact.ge,

ნასტასია არაბული – რადიო თავისუფლება, 

ლანა კოკაია – რადიო თავისუფლება, – გამარჯვებული

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

სესილი ბოჭოიძე – ტელეკომპანია ფორმულა, – გამარჯვებული

თორნიკე მანდარია – რადიო თავისუფლება, 

თეკლა თარგამაძე – ტელეკომპანია ფორმულა, 

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

ფინალისტები:

მარიამ ნატროშვილი – ინდიგო, – გამარჯვებული

ნიქო გორგილაძე – პუბლიკა, 

მარიამ ნიკურაძე – OC Media, 

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

ფინალისტები:

თამარ გელაშვილი – თავისუფლების მონიტორი, 

გიორგი მგელაძე – რადიო თავისუფლება, – გამარჯვებული

გელა მთივლიშვილი – მთის ამბები, 

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

ფინალისტები:

ალექსანდრე ქეშელაშვილი – პუბლიკა, 

ხატია ნიქაბაძე – Chai Khana Media, 

თორნიკე მერმანიშვილი – Chai Khana Media, 

ზურაბ ცერცვაძე – Agency France Press, – გამარჯვებული

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში

ფინალისტები:

ანასტასია ბახტურიძე – ინდიგო, -გამარჯვებული

გიორგი ეკალაძე – პლატფორმა “წერტილი”, 

სოფიკო გველუკაშვილი – ინდიგო, 


წელს, “ევროკავშრის პრიზი ჟურნალისტიკაში”-ის გამარჯვებულები 7 კატეგორიაში გამოვლინდა. ხოლო, ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში წელს პრიზი არ გაიცემა, რადგან კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.

აქვე გეტყვით, რომ კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” ფინალისტებში იყო, TOK TV-ის მასალა, მარიამ ყვავაძის ავტორობით.