“სახელმწიფო აუდიტის სამსახური” ახალციხის მუნიციპალიტეტში უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებზე საუბრობს, – დასკვნა აუდიტმა 2 თებერვალს გამოაქვეყნა და მოიცავს მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების სამუშაოების შეფასებას.
დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2019-22 წლებში, 20 ხელშეკრულების ფარგლებში, 300 000-ზე მეტი ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შეიძინა. გამოირკვა, რომ მათი ნაწილი იყო ხარვეზიანი, რის გამოც ხელშეკრულებებში ცვლილებები ხშირად შედიოდა.
როგორც ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, იმის გამო, რომ რაბათის დასახლებაში, ყაზბეგის ქუჩაზე, მილხიდის მოწყობის საპროექტო დოკუმენტში თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული ინტერნეტ მაუწყებლობის კაბელების გადატანა, ხელშეკრულებაში ცვლილება ექვსჯერ შევიდა და მილხიდის მოწყობის სამუშაოების ვადა 4 თვიდან 15 თვემდე გაიზარდა.
ვრცელი მასალა 👇
რას პასუხობს ახალციხის მერია აუდიტის დასკვნას? – უწყებაში ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრეს. ჩვენმა რედაქციამ მერიას წერილობით მიმართა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება.
როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, 2021-2022 წლებში გაფორმებულ 74 ხელშეკრულებაში შეტანილია 150-ზე მეტი ცვლილება. აქედან, 39 ხელშეკრულება შეცვლილია ორჯერ და მეტჯერ.