წალკის 43 სოფლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ 15 სოფელს ემსახურება. მუნიციპალიტეტში სულ 43 სოფელია, აქედან მუნიციპალური ტრანსპორტი 15 სოფელს ყოველდღე, 08:00-დან 16:00 -მდე ემსახურება.
მგზავრობა 2 ლარი ღირს და სატრანსპორტო შეღავათები არ ვრცელდება.
საჯარო ინფორმაცია, წალკის მუნიციპალური ტრანსპორტის, განრიგისა და ღირებულების შესახებ წალკის მერიიდან მივიღეთ.
,, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება შემდეგ სოფლებს: ხანდო, რეხა, ავრანლო, გუმბათი, აშკალა, არწივანი, დარაკოვი, სამება, ტბეთი, არ-სარვანი, ბარეთი, საბეჭისი, იმერა. მინიციპალური ტრანსპორტი , დამატებით ორ სოფელს განთიადს და აშკალასაც გაივლის.“
მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება BOGDAN-ის მარკის სამ ავტობუს, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ათი წლით ათხოვა, სამ სოფელს ემსახურება: ხანდოს, ავრანლოს და არ-სარვანს.