მას შემდეგ რაც, ბორჯომის სოფელ ტაბაწყურის ტერიტორია გახდა “ზურმუხტის ქსელის” ნაწილი, მოსახლეობა იმ მიწებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სახნავ-სათესად იყენებდა, ვეღარ იყენებს, რის გამოც აჯარიმებენ, – როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი? – სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ტაბაწყურის შესახებ შეკითხვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს დაუსვა.
დეპუტატის თქმით, შეხვედრის შემდეგ, თანდილაშვილმა პირადი საუბრისას უთხრა: “ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს და ზედამხედველობის სამსახურთან გაივლიდა პასუხს.”
რაც შეეხება “ზურმუხტის ქსელს” ოფიციალური ინფორმაციით, იგი არის პანევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. საქართველოში “ზურმუხტის ქსელის” განვითარება 2009 წლიდან მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში “ზურმუხტის ქსელში” 40-ზე მეტი ტერიტორიაა შესული, ჯამში მილიონზე მეტი ჰექტარის მოცულობის.