ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, მილხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წესით 7 თვის წინ უდნა დასრულებულიყო, ახლა დაიწყო
ვრცლად ნახეთ ვიდეო
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, მილხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წესით 7 თვის წინ უდნა დასრულებულიყო, ახლა დაიწყო. არსებული ინფორმაციით გეგმავენ როგორც მილხდის, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას.
რა ბედი ელის მილხიდთან არსებულ საკანალიზაციო მილს, რომელიც დაზიანებულია? – მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.
სამუშაოებს შპს “არალი” აწარმოებს. ექვსჯერ შეცვლილი სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით სამუშაოებისთვის 410 000-ზე მეტია გათვალისწინებული, რომლის ძირითადი ნაწილი, თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და არსებული ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილის გადახდა ახალციხის მერიას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უწევს.
რა არის მიზეზი? – მუნიციპალური ორგანოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ცვლილების მიზეზი შემდეგია, ციტატა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაფინანსებული იყო 2023 წლის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოება, რამაც გამოიწვია დაფინანსების ცვლილება.”
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია აღნიშნული მილხიდის პრობლემის შესახებ 2021 წლიდან წერს, ხოლო ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას 10 წელზე მეტია ითხოვენ.