გასულ წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის და სანებართვო პირობების დარღვევის 43 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჭაღიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამშენებლო სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სანებართვო პირობების დარღვევაა, ხოლო 31 – უნებართვო მშენებლობა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, სამშენებლო სამართალდარღვევებზე დაწერილმა ჯარიმებმა 68 000 ლარი შეადგინა.
ალექსანდრე ჭაღიაშვილის ცნობით, გასულ წელს, 160 სანებართვო პირობა გაიცა.