საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში tok.tv -ის რედაქციამ 23 იანვარს გაგზავნა. წერილით ვითხოვდით ინფორმაციას მირზა გელოვანის ქუჩაზე მდებარე 40 ათას კვ.მ ორმოს შევსების, რა კონკრეტული გეგმა გააჩნდა მუნიციპალიტეტს.
აღნიშნულ თემაზე tok.tv.-იმ რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა, სადაც, მოსახლეობა ორმოს შევსებას, მოწსრიგებას და შემოღობვას ითხოვდა. თუმცა, საჯარო ინფორმაციაზე პასუხი მერიიდან დღმდე არ მიგვიღია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტს წერილობით 12 თებერავალსაც მივმართეთ, ინფორმაციას მუნიციპალური ტრანპორტის შესახებ ვითხოვდით, მერიაში tok.tv.-ის წერილების მიღებას ადსტურებენ, პასუხს კი არ გვიბრუნებენ.
რომელ სოფლებს ემსახურება მუნიციპალური ტრანპორტი, იგეგმება თუ არა მუნიციპალური ტრანპორტის დამატება ტრანპორტის გარეშე დარჩენილ სოფლებზე და რა თანხაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტრასპორტის მომსახურებაზე?
ამ ინფორმაციის მისაღებად, ჩვენი რედაქცია IDFI-ის მხარდაჭერით , გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ უწყება ინფორმაციას მაინც არ გამოაგზავნის, შემდეგი ეტაპი სასამართლოა- გვეუბნება IDFI იურისტი ნიკა ბოლქვაძე.
რატომ არ გასცმენ უწყებები საჯარო ინფორმაციას და როგორია სტატისტიკა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით tok.tv – ის IDFI-ის იურისტი ნიკა ბოლქვაძე ესაუბრა.
მისი თქმით საჯარო ინფორმაციის გაცემას უწყებებს კანონი ავალდებულებს და საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება კონსიტუციითაა გარანტირებული.
Საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტატისტიკაში ინფორმაციის გაცემის მაჩვენებლი დაღმავალია, რაც საჯარო დაწესებულებების აშკარა უკანონო ქმედებითაა გამოწვეული, – ამბობს tok.tv-ისთან IDFI-ის იურისტი ნიკა ბოლქვაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში გვეუბნებიან რომ ამ ეტაპზე საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისთვის სასამართლოში 2022 წლიდან დღემდე 43-მდე საქმეს აწარმოებენ.