“შეშას ვინახავდით იქ, სადაც ხანძარი გაჩნდა,” – ხანძარი ახალციხეში

April 30, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

“შეშას ვინახავდით იქ, სადაც ხანძარი გაჩნდა,” – ხანძარი ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

ტექსტი:

ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აზატუიკ მკოიანის სახლში ხანძარი დღეს გაჩნდა, როგორც იგი გვეუბნება, ცეცხლის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

დამწვარია საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებული შენობა, რომელსაც ოჯახის წევრები აბანოდ, საკუჭნაოდ და შეშის შესანახად იყენებდნენ. 

მისივე თქმით, სახანძრო სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ხანძრის ჩაქრობა შეძლეს ისე, რომ ცეცხლი მიმდებარედ შენონებს არ წაჰკიდებია. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვთ და აპირებენ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. 

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ წერილობითი განცხადების მომართვის საფუძველზე მომხდარს შეისწავლიან და საკითხს სამუშაო ჯგუფი განიხილავს.

ამავე წყაროს ცნობით, ოჯახს მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მუხლით გაეწევა დახმარება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად 22 600 ლარია გათვალისწინებული. რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემს.