Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

წალკაში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბავშვებს კვლავ არ ჰქონდათ წვდომა საბავშო ბაღებზე – ომბუდსმენი

April 3, 2026

წალკაში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბავშვებს კვლავ არ ჰქონდათ წვდომა სკოლამდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე, 2025 წლისათვის – დასკვნას ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ.

ომბუდსმენი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის აშენებულია უკვე ორი საბავშვო ბაღი, რომლიც 6 სოფელს მოემსახურება, ის კვლავაც არ ფუნქციონირებს. 

“ახალაშენებული ორი ბაღის ამოქმედების შემდეგაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 სოფელში/დაბაში ბავშვებს კვლავ არ ექნებათ წვდომა სკოლამდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე,” – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საბავშო ბაღი, სადაც მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ისწავლიან. 

ის, რომ სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის საბავშო ბაღი ჯერ არ ფუნქციონირებს გვიდასტურებენ წალკის მერიაშიც და გვეუბნებიან, რომ ბავშვები სხვადასხვა ქართულ ბაღებში დადიან. 

წალკის მერიას ასევე ვკითხეთ, როდის გაიხსნება ეთნკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში უკვე აშენებული ბაღები? უწყებაში გვეუბნებიან, რომ მათ მალე გახსნიან.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, დაბა წალკაში და მის სოფლებში ჯამში 8 ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 22 სოფელს ემსახურება.